მოსაღამოვდა. მზის ოქროსფერი სხივები ხის დაბალი სახლების ფანჯრებს აფერადებდნენ და ერთი ღამით ემშვიდობებოდნენ მაღა
ლ მ
თებს შორის მოქცეულ სოფელს. სიჩუმეს მხოლოდ ნელი სიო არღვევდა. ის ჩალისფერი პურის ყანის თავთავებს არხევდა. ცას ნელ-ნელა წითელი ფერი ერეოდა. ვრცლად გადაჭიმულ ყანებს შორის ვიწრო ბილიკი გადიოდა, რომელიც ღრმა ხრამს უერთდებოდა. არავინ მოისურვებდა ჩაეხედა იმ ჩიტების გულში, რომლებიც დაფრინავდნენ ხევს ზემოთ და დაჰყურებდნენ საზარელ, უკაცრიელ, ცარიელ სივრცეს. ამ ადგილს არ ემჩნეოდა სიცოცხლის ნიშან-წყალი, მხოლოდ ბუს
კივილი არღვევდა ნისლით მოცულ მდუმარებას.
Aამ ყვ






სოფლის სკოლაში საშინელი მდგომარეობა იყო, შენობა მიტოვებულ სახლს ჰგავდა, იქ არ იყო სწავლის სინათლე, თუმცა ეს არავის ადარდებდა.




პედაგოგმა სოფლის მმართველობას მრავალჯერ მიმართა თხოვნით, რომ გაეთვალისწინებინათ სავალალო მდგომარეობა სკოლაში და განათლებისთვის მე

მასწავლებლისთვის უცხო იყო არაპატიოსანი საქციელი, წმინდად ასრულებდა თავის მოვალეობას. ასე ფიქრობდა, რომ იქცეოდა იმ საბედისწერო დღესაც. რა ემოცია უნდა დაუფლებოდა მის გულს როდესაც საყვარელი მოსწავლე გასაჭირში დაინახა. მასზე ბევრად უფროსი კაცი ბავშვს უმოწყალოდ ურტყავდა. ისიც რა თქმა უნდა ჩაერია. . .
სასამართლოზე მან აღიარა დანაშაული, თუმცა მოაყოლა, რომ ნებისმიერ ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს, თავად გადაწყვიტოს, საით წარმართოს თავისი ცხოვრების გზა. იქ მყოფთაგან მხოლოდ რამდენიმე მიხვდა, თუ რა კავშირი ჰქონდა ამ სიტყვებს მის მიერ ჩადენილ მკვლელობასთან. სწორედ ერთმანეთს აყოლილი ხალხის ბრალი იყო იმ მოსწავლის საქციელი, რომელიც ქუჩაში დარჩა მშობლების დაუკვირვებლობის გამო. იგი თავს შიმშილით ვერ მოიკლავდა, ამიტომ ჩაიდინა ცოდვა და წაუცდა სხვისი ჯიბისკენ ხელი.
ციხეში ის სულ ჩუმად იყო, არავის ეკონტაქტებოდა, განიცდიდა ჩადენილ დანაშაულს, გაქრა მისი მხიარულება, მისი ცხოვრება გახდა ერთფეროვანი, ხვდებოდა, რომ მისი მიზნები კვლავ განუხორციელებელი რჩებოდა.
ოცი წლის შემდეგ, მას სულ სხვა გარემო დახვდა. ის ციხიდან პირდაპირ სკოლაში წავიდა, თუმცა შემზარავი სანახაობა იხილა: სკოლა საწყობად გადაეკეთებინათ, ჩაბნელებული შენობა სავსე იყო ათასი უსარგებლო ნივთით და დატვირთული ყუთებით. მას მწარედ ჩაეცინა.
ყვავის ჩხავილმა ყოფილი მასწავლებელი გამოაფხიზლა. ის ხრამს მისდგომოდა. პედაგოგი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა. ბოლოჯერ მოიხედა და თვალი შეავლო მშობლიურ სოფელს. მისთვის ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა, აღარავისთვის იყო საჭირო. ის იყო სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა, რომ შემოესმა ხმა: “გია მასწავლებელო, გია მასწავლებელო! შევიტყვეთ თქვენი გათავისუფლების შესახებ, ჩვენ გვინდა მხარში ამოგიდგეთ და ერთად ვიბრძოლოთ, რათა წიგნმა დაიბრუნოს თავისი ფასი და მომავალ თაობებს შესაძლებლობა მიეცეთ განათლების მიღებისა. . .”
გათენდა. მზის კაშკაშა სხივები ხის დაბალი სახლების ფანჯრებს აფერადებდნენ და სიცოცხლეს მატებდნენ მაღალ მთებს შორის მოქცეულ სოფელს. არე-მარეს მრავალფეროვნებას მატებდა ბავშვების ჟივილ-ხივილი, ჩიტების მხიარული ჭიკჭიკი. ნელი სიო ჩალისფერი პურის ყანის თავთავებს არხევდა. ვრცლად გადაჭიმულ ყანებს შორის ვიწრო ბილიკი გადიოდა, რომელსაც ახლად აშენებულ სკოლასთან მივყავართ, სადაც სწავლას მოწყურებული ბავშვები მშობლებს ხელჩაკიდებული მიჰყავთ.
სკოლის შესასვლელთან დიდ მწვანე დაფაზე ვკითხულობთ:
“ნუ დავუნგრევთ ბავშვებს მომავალს!
მათი სვე-ბედის და კეთილდღეობის საწინდარი წ ი გ ნ ი ე რ ე ბ ა ა !”
თამარ შამანაური
თამარ სამნიასვილი
თამარ სამნიასვილი
No comments:
Post a Comment